Wednesday, October 17, 2012

3R ინიციატივა და მოძრაობა მოტტაინაი


2005 წელს იაპონიაში სტუმრად მყოფმა ნობელის პრემიის ლაურეატმა კენიელმა გარემოსდამცველმა მაატაი ვანგარიმ  იაპონიის გარემოსდამცველებს - რომლებმაც 2000  წელს ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა-შესთავაზა მოძრაობის დევიზად იაპონური უძველესი სიტყვის ,,მოტტაინაი”-ის გამოყენება.

რას ნიშნავს მოტტაინაი? ეს არის იაპონური გამოთქმა და ნიშნავს – დავიწყებულისკენ დაბრუნებას, მატერიალური და სულიერი რესურსის მოფრთხილებას.

2008 წელს  დიდი ,,რვიანის” სამიტზე იაპონიის მთავრობამ  წამოაყენა 3R ინიციატივა Reduce (ნარჩენების წარმოქმნის შემცირება), Reuse (ხელახალი გამოყენება), Recycle (გადამუშავება) – რომლის მიზანი იყო, არააღდგენითი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება.

სწორედ აქედან დაიწყო მოძრაობა მოტტაინაი, რომელიც გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ნიშნავს 

3R +Respect (პატივისცემა).

მოძრაობა მოტტაინაის მიზანს წარმოადგენს ცხოვრების ისეთი სტილის პოპულარიზაცია, რომელიც არ დააბინძურებს გარემოს და მიღწევადია ნებისმიერი ადამიანისათვის. ასევე ,,რეციკლინგის” საზოგადოების შექმნა – ანუ როცა ერთი წარმოების ნარჩენი ხდება სხვა წარმოების რესურსი. იაპონიაში მოძრაობა ,,მოტტაინაიში” ყოფნა ეროვნული პრესტიჟის დონეზეა და მასში ჩართულია ყველა ასაკისა და სოციალური ფენის ადამიანი.

დღეს მოძრაობა მოტანაის იცნობს და პატივს სცემს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.

Monday, September 3, 2012


რა დრო ჭირდება სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენის ბუნებრივი გზით დაშლას?


v  ვაშლის ნარჩენები---3 თვე
v  გაზეთები---3 -12 თვე
v  ასანთი--- 6 თვე
v  სიგარეტის ფილტრი---1-2 წელი
v  საღეჭი რეზინი---5 წელი
v  ალუმინის ქილა---10-100 წელი
v  პლასტმასის ბოთლი---100-1000 წელი
v  საკრედიტო ბარათი---1000 წელი
v  მინის ჭურჭელი---4000 წელი