Wednesday, October 17, 2012

3R ინიციატივა და მოძრაობა მოტტაინაი


2005 წელს იაპონიაში სტუმრად მყოფმა ნობელის პრემიის ლაურეატმა კენიელმა გარემოსდამცველმა მაატაი ვანგარიმ  იაპონიის გარემოსდამცველებს - რომლებმაც 2000  წელს ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა-შესთავაზა მოძრაობის დევიზად იაპონური უძველესი სიტყვის ,,მოტტაინაი”-ის გამოყენება.

რას ნიშნავს მოტტაინაი? ეს არის იაპონური გამოთქმა და ნიშნავსდავიწყებულისკენ დაბრუნებას, მატერიალური და სულიერი რესურსის მოფრთხილებას.

2008 წელს  დიდი ,,რვიანისსამიტზე იაპონიის მთავრობამ  წამოაყენა 3R ინიციატივა Reduce (ნარჩენების წარმოქმნის შემცირება), Reuse (ხელახალი გამოყენება), Recycle (გადამუშავება) – რომლის მიზანი იყო, არააღდგენითი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება.

სწორედ აქედან დაიწყო მოძრაობა მოტტაინაი, რომელიც გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ნიშნავს 

3R +Respect (პატივისცემა).

მოძრაობა მოტტაინაის მიზანს წარმოადგენს ცხოვრების ისეთი სტილის პოპულარიზაცია, რომელიც არ დააბინძურებს გარემოს და მიღწევადია ნებისმიერი ადამიანისათვის. ასევე ,,რეციკლინგისსაზოგადოების შექმნაანუ როცა ერთი წარმოების ნარჩენი ხდება სხვა წარმოების რესურსი. იაპონიაში მოძრაობა ,,მოტტაინაიშიყოფნა ეროვნული პრესტიჟის დონეზეა და მასში ჩართულია ყველა ასაკისა და სოციალური ფენის ადამიანი.

დღეს მოძრაობა მოტანაის იცნობს და პატივს სცემს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.

No comments:

Post a Comment